"ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს.
კონკურსის თემაა: ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, ორგანიზაციას და მოქალაქეთა ჯგუფს.
კონკურსის პერიოდი: 2014 წლის 11 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის წესები:
** ვიდეოკლიპი შინაარსობრივად მიმართული უნდა იყოს პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ და შეესაბამებოდეს კამპანიის მიზანს;
** ვიდეოკლიპის გადაღება შეგიძლიათ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით
** ვიდეოკლიპის ფორმა შეზღუდული არ არის, შეგიძლიათ აარჩიოთ მოკლე ფილმი, ვიდეომიმართვა, ფოტოკოლაჟი, ინტერვიუ, ანიმაცია, ,,სკეტჩი’’ და ა.შ
** ვიდეოკლიპების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს
** გადაღებული კლიპი ატვირთეთ Youtube-ზე, სათაურში მიუთითე "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!"
** გამოაგზავნეთ თქვენი ვიდეოკლიპის ბმული (link) შემდეგი ელექტრონული მისამართზე: marina@osgf.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
** ჩვენთან გამოგზავნილი წერილის სათაურში მიუთითეთ: ვიდეოკლიპების კონკურსი "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!"
** თქვენი სახელი, გვარი
** მობილური ტელეფონის ნომერი
** ელ - ფოსტის მისამართი.
გამოგზავნილი ვიდეორგოლი განთავსდება ჩვენი Facebook-ის გვერდზე: http://www.facebook.com/esshengexeba. კონკურსის ორი გამარჯვებული გამოვლინდება ამ გვერდზე მოგროვებული "Like"-ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ორ გამარჯვებულს შეარჩევს ჟიური.
აპლიკანტის სურვილის შემთხვევაში, მისი ანონიმურობა დაცული იქნება. ოთხივე გამარჯვებულს გადაეცემათ პრიზი 500 აშშ დოლარის ოდენობით.
ვიდეოკლიპების ატვირთვის ბოლო ვადაა 2014 წლის 25 აპრილი.
ნუ დაკარგავ დროს! შემოგვიერთდით დღესვე!
წყარო: jobs.ge