en
ge

სასწავლო-სამოგზაურო ტური ესპანეთში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 16.04.2014
  • ბოლო ვადა: 25.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72465/
სასწავლო-სამოგზაურო ტური ესპანეთში - 450 ევრო!
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ახალგაზრდულ, 5 დღიან სასწავლო-სამოგზაურო ტურს ესპანეთში. პროგრამა ითვალისწინებს ვიზიტებს და ლექციებს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში არსებულ წამყვან საჯარო და კერძო დაწესებულებებში, ასევე კულტურულ ტურს.
პროგრამა მოიცავს:
1. ლექციებს თემებზე:
** გლობალური ეკონომიკა
** ადამიანის უფლებები
** საერთაშორისო პოლიტიკა
** ევროპული მოქალაქეობა
** ევროპული განათლება
2. ვიზიტებს ესპანეთის უმაღლეს სასწავლებლებში
3. შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლობასთან ესპანეთში
4. კულტურულ ვიზიტებს, მადრიდის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, დელ პრადოს მუზეუმის მონახულებას, სადაც დაცულია მე-12 - მე-19 საუკუნეების ევროპული ხელოვნების საუკეთესო კოლექციის ნაწილი.
5. მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, ვიზიტებს მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, მუზეუმებსა და სხვა საინტერესო ადგილებში. სტადიონის და/ან ისტორიულ-ტურისტული რეგიონების მონახულებას.
პროგრამა გათვლილია 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკის, საბანკო საქმის, სამართლისა და/ან პოლიტიკის საკითხებით, ასევე ესპანეთის ისტორიითა და კულტურით. პროგრამა საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას ესპანეთში.
პროგრამის ხანგრძლივობაა 5 დღე.
პერიოდი: 2014 წლის მაისის ბოლო.
ღირებულებაში შედის:
** საცხოვრებლის ხარჯები
** ვიზიტებში მონაწილეობა (სემინარები)
** დელ-პრადოს მუზეუმის მონახულება
** საკონსულტაციო მომსახურება ვიზის მისაღებად
** ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება ოფიციალურ ვიზიტებზე.
მონაწილე უშუალოდ ფარავს თვითფრინავის ბილეთის ხარჯს (სავარაუდო ფასი: 300 ევრო).
დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ 2014 წლის 17 აპრილამდე. რეგისტრაციის გასავლელად გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ "სასწავლო-სამოგზაური ტური ესპანეთში").
დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია "გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრის" სათაო ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777, 593 711444
წყარო: jobs.ge