საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს), ახორციელებს ევრო კომისიის, დანიის წითელი ჯვრის, ავსტრიის წითელი ჯვრის და ისლანდიის წითელი ჯვრის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან კონსორციუმში სახელწოდებით "საქართველოში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამა".
ამ პროექტის ფარგლებში სწჯს აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ოფიცერი
პოზიცია: ერთი
განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი
თანამდებობრივი მოვალეობები და ვალდებულებები
** პროექტის მართვა და პროექტის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის განხორციელებაში ჩართული თანამშრომლების მართვა და ზედამხედველობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე;
** პროექტში ჩართულ თანამშრომლებთან ერთად მიზნობრივ თემებში განსახორციელებელი ისეთი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, როგორიცაა: თემებში კატასტროფების რისკის შემცირების ჯგუფების შექმნა და დატრენინგება; მიზნობრივ თემებში "მოწყვლადობისა და უნარიანობის შეფასების" (VCA) ჩატარება; VCA ანგარიშის მომზადება; თემზე დაფუძნებული კატასტროფებისთვის მზადებისა და შემცირების გეგმების შემუშავება და განხორციელება; სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარება; ცნობიერების ამაღლება კატასტროფების რისკის შემცირების (DRR), კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტირებისა (CCA) და მიტიგაციის (შერბილების) შესახებ; მცირემასშტაბიანი სამიტიგაციო ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
** სკოლებში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
** რეგულარული კონტაქტი და შეხვედრები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
** რეგულარული ვიზიტები სამიზნე რეგიონებში, შესაბამისი მონაცემების შეგროვების, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაწევის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნით;
** სამიზნე რეგიონებიდან მიღებულ ანგარიშებზე დაყრდნობით ყოველთვიური ანგარიშებისა და განახლებული ინფორმაციის მომზადება;
** ადგილობრივი ფინანსური განყოფილების პერსონალისგან მიღებული ფინანსური ანგარიშების გადახედვა; ფინანსური ხარჯების ბიუჯეტსა და პროექტის განხორციელების გეგმასთან შესაბამისობის მონიტორინგი; შესყიდვების განხორციელების ხელშეწყობა სწჯს-ის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის განხორციელებაში ჩართული მოხალისეების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
** სწჯს-ის სხვა დეპარტამენტებთან, ისევე, როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სახელმწიფო უწყებებთან (ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე), საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან კავშირის დამყარება და ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვა დავალებების და სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ხარისხი მენეჯმენტში ან ტექნიკურ დისციპლინაში);
** პროექტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ დაგეგმარებაში;
** ზოგადი ცოდნა კატასტროფების რისკის შემცირებისა და კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტირების შესახებ;
** თხრობითი და ფინანსური ანგარიშების წერის გამოცდილება;
** გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** სამუშაოსადმი ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს შემთხვევაში, დროში სწორად განაწილებისა და ეფექტურად შესრულების უნარი.
2. კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის რეგიონული ოფიცერი
პოზიცია: ერთი
განაკვეთი: ნახევარი
მდებარეობა: ჭიათურა
თანამდებობრივი ვალდებულებები
** პროექტის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა მიზნობრივ რეგიონში;
** მიზნობრივ რეგიონში პროექტის განხორციელებაში ჩართული თანამშრომლების მართვა და ზედამხედველობა;
** მიზნობრივ რეგიონში პროექტით გათვალისწინებულ ისეთი საქმიანობაში თანამონაწილეობა და ხელშეწყობა, როგორიცაა: თემებში კატასტროფების რისკის შემცირების ჯგუფების შექმნა და დატრენინგება; მიზნობრივ თემებში "მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების" (VCA) ჩატარება; VCA ანგარიშის მომზადება; თემზე დაფუძნებული კატასტროფებისთვის მზადებისა და შემცირების გეგმების შემუშავება და განხორციელება; სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარება; ცნობიერების ამაღლება კატასტროფების რისკის შემცირების (DRR), კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტირებისა (CCA) და მიტიგაციის (შერბილების) შესახებ; მცირემასშტაბიანი სამიტიგაციო ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
** სკოლებში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
** რეგულარული კონტაქტი და შეხვედრები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
** ანგარიშების მომზადება და პროგრამის ოფიცრისთვის დროულად მიწოდება;
** ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და პროგრამის ოფიცრისთვის დროულად მიწოდების ზედამხედველობა;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, დაფაილება და პროგრამის ოფიცრისთვის მიწოდება;
** პროექტის განხორციელებაში ჩართული მოხალისეების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
** სწჯს-ის დეპარტამენტებთან, ისევე, როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან კავშირის დამყარება და ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვა დავალებების და სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ხარისხი მენეჯმენტში ან ტექნიკურ დისციპლინაში);
** პროექტის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ დაგეგმარებაში;
** ზოგადი ცოდნა კატასტროფების რისკის შემცირებისა და კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირების შესახებ;
** თხრობითი ანგარიშების წერის გამოცდილება;
** გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება ადგილობრივ დონეზე;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** სამუშაოსადმი ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს შემთხვევაში, დროში სწორად განაწილებისა და ეფექტურად შესრულების უნარი.
გარდა ამისა, ზემოთ ხსენებულ ორივე პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წინაშე ექნება შემდეგი ვალდებულებები:
** წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნების, სტრატეგიული გეგმისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
** საზოგადოებაში წითელი ჯვრის მიდგომისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მხარდაჭერა;
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამდივნოს შიდა განაწესის დაცვა;
** სუბორდინაციის დაცვა, წ/ჯ საქმიანობიდან გამომდინარე დამატებითი სამუშაოს შესრულება მმართველობისა და მართვის ჯგუფთან შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტით მისამართზე: hr@redcross.ge (გთხოვთ, 'subject'-ის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება).
სატელეფონო ზარები არ მიიღება. დავუკავშირდებით მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს.
ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2014 წ.
წყარო: jobs.ge