en
ge

ფოტო კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ტფილისის ჰამქარი
  • დაწყების თარიღი: 16.04.2014
  • ბოლო ვადა: 01.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72507/
მოგეხსენებათ ბოლო წლებში გუდიაშვილის მოედნის ბედი არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დისკუსიის საგანი. მიუხედავად ამისა, მოედანზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის დღემდე არ შემუშავებულა სათანადო სარესტავრაციო პროექტი. გაურკვეველია მოედნის მომავალი. წელს მარტში "ტფილისის ჰამქარმა" განაახლა "გაამაგრე გუდიაშვილის" პერმანენტული აქციები. აქციებს ფესტივალის სახე აქვს და მიზნად ისახავს საზოგადოებისა და შესაბამისი ორგანოების ყურადღება მიაპყროს არსებულ პრობლემას, ასევე გამოაცოცხლოს გუდიაშვილის მოედანი სხვადასხვა აქტივობებით.
გუდიაშვილის მსგავსად, რეაბილიტაციას საჭიროებს ისტორიული ქალაქის შენობების უმრავლესობა. საგანგაშოა შენობების მდგომარეობა არამარტო, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების კუთხითაც, რაც წლების მანძილზე არასწორი ურბანული მიდგომის შედეგია. მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ისტორიული უბნების ეკონომიკური გამოცოცხლების და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი საფუძველი კულტურული მემკვიდრეობაა, და ასეთ უბნებში კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციები კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გზით, ამ უბნების სოციალურ-ეკონომიკური გამოცოცხლებისაკენ არის მიმართული. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ისტორიული უბნების განვითარების თანამედროვე ერთიანი სტრატეგია, კულტურული მემკვიდრეობა და ადგილობრივი მოსახლეობა კი ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად განიხილება, რაც სრულიად მცდარი მიდგომაა.
ამ ვითარების გათვალისწინებით "გაამაგრე გუდიაშვილის" აქციების ფარგლებში "ტფილისის ჰამქარი" კონკურსის "ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში" მეორე ეტაპზე აცხადებს ფოტო კონკურსს. ფოტო კონკურსის მიზანია, ასახოს ისტორიული უბნის როგორც კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობა, ასევე მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობები.
ფოტოკონკურსის ფარგლებში შექმნილი ფოტოები გამოიფინება მომდევნო აქციაზე. ფოტოკონკურსის გამარჯვეული გამოვლინდება ჩვენს Facebook გვერდზე/გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები დაგროვილი "ლაიქების" საშუალებით.
კონკურსში გამარჯვებულის ჯილდო არის 200 ლარი.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.
tbshamkari@gmail.com | gudiashvili01@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 595253767; 595203069
წყარო: jobs.ge