en
ge

ფოტოკონკურსი

ორგანიზაცია „ იმპულსი 91"აცხადებს ფოტოკონკურსს.
საკონკურსო ფოტო თემატურად დაკავშირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებებთან.კონკრეტულად კი ის შეიძლება ასახავდეს განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრებას_როგორც პოზიტიურ,ასევე ნეგატიურ კონტექსტში.(განსხვავებული _ რელიგიური, ეთნიკური,სექსუალური ნიშნით ან კანის ფერით)ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტო.ფოტოკონკურსის გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზები. მათ შორის: პირველ ადგილზე გასული მონაწილე ორგანიზაციისგან საჩუქრად მიიღებს პლანშეტს,ხოლო მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს გადაეცემათ Mp3 ფლეიერები.ფოტოკონკურსის დასრულების შემდეგ მოეწყობა ფოტოგამოფენა.შეირჩევა ფოტოები,რომლებიც გამარჯვებულ ფოტოსთან ერთად ქალაქში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების გარე ფასადებზე განთავსდება.
საკონკურსო ფოტოები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: impulsi91@gmail.com ან ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში: იმპულსი91 ფოტოების გამოგზავნისას მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები:სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი.(მონაცემები კონფიდენციალურია და მესამე პირებზე გაცემას არ ექვემდებარება)
ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 მაისი.
გისურვებთ წარმატებებს.
პროექტი „გააგრძელე დისკუსია" ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ტოლერანტობის ზრდას ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.პროექტის უმთავრესი ამოცანაა წამოვიწყოთ და გავაძლიეროთ დისკუსია იმ ჯგუფებთან დკავშირებით,რომლებიც არიან დისკირმინირებულნი.