ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" (www.elkana.org.ge) აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ახმეტა
პროექტი: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში"
პერიოდი: მაისი 2014-იანვარი 2018
განაკვეთი: ნახევარი
ამოცანები და ვალდებულებები: ადგილობრივი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის კოორდინატორის მეთვალყურეობის ქვეშ, პროექტის ფარგლებში მომუშავე ექსპერტებთან თანამშრომლობით.
ადგილობრივ კოორდინატორს აქვს შემდეგი ძირითადი ვალდებულებები:
** რეგიონში პროექტის საქმიანობების განხორციელების ყოველთვიური დაგეგმვა და კოორდინაცია პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით
** პროექტისა და მისი განხორციელების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების რეგულარული ინფორმირება პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების, სადემონსტრაციო დღეებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზება
** რეგიონში პროექტის სავარაუდო სამიზნე ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათთან შეხვედრების ორგანიზება
** რეგიონში პროექტის ბენეფიციარების აღრიცხვიანობის წარმოება - მათზე პროექტისათვის საჭირო მონაცემების მოძიება და შენახვა
** პროექტის საჭიროებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ბენეფიციარებთან მუშაობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევა
** პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება
** ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ფასილიტაცია/ხელშეწყობა ბენეფიციარებისათვის
** პროექტით დაინტერესებულ მხარეებთან კონტაქტის შენაჩუნება
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და რისკების დროული განსაზღვრა და შესაბამისი შესწორებების შეთავაზება
** პროექტის პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე
** კოორდინაციის უზრუნველყოფა რეგიონსა და თბილისის ოფისს შორის.
ზოგადი:
** პროექტის მართვის ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტებში
** პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება
** პროექტით განსაზღვრული ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციების მომზადება
** "ელკანას" წარმოდგენა შეხვედრებზე, სემინარებსა და სხვა ღონისძიებებზე
** მონიტორინგის განხორციელება და გეგმის მიხედვით შეფასება
** არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობა
** სამუშაოს შესრულება პოზიტიურ, ენერგიულ, გუნდზე მოტივირებულ გარემოში
** ქმედებების დოკუმენტირება ნათლად და ლაკონურად, ანგარიშების მომზადება, შეფასებების დაწერა და ა.შ.
მინიმალური კვალიფიკაცია:
** პროექტების განხორციელების/კოორდინირების მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში)
** ძალიან კარგი ზეპირი და წერითი უნარები
** უმაღლესი განათლება
** ძირითადი კომპიუტერული უნარები (Excel, Word, PowerPoint)
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (წერითი და სალაპარაკო უნარები)
** მართვის მოწმობა და რთულ გზებზე მანქანის მართვის შესაძლებლობა.
განაცხადს თან დაურთეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ფოტოთი და გამოგზავნეთ ელფოსტაზე: advocacy@elkana.org.ge | administration@elkana.org.ge 2014 წლის 1 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, თანამდებობის სახელი მიუთითეთ სათაურის ხაზზე.
გთხოვთ, ნუ დარეკავთ. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
წყარო: jobs.ge