en
ge

ტრენერთა ტრენინგი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 17.04.2014
  • ბოლო ვადა: 15.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72544/
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს მოწვევას ტრენინგზე: "ტრენერთა ტრენინგი შერეული შესაძლებლობების პროექტების ორგანიზება".
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მონაწილეობა არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობებში უკიდურესად დაბალია. სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას. თუმცა, ერთის მხრივ, შშმ ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც საქართველოში ახალგაზრდული სექტორი ქმნის, მეორეს მხრივ, კი ფაქტობრივად არ არსებობს ახალგაზრდული მუშაკების მზაობა საკუთარ აქტივობებში შშმ ახალგაზრდების ჩართვის თვალსაზრისით.
ახალგაზრდული მუშაკები სურვილს გამოთქვამენ ორგანიზება გაუკეთონ მსგავს პროექტებს, ამასთანავე, აცნობიერებენ რომ მსგავსი პრეცედენტი უკავშირდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ღონისძიების ადაპტირებული გარემო, ინკლუზიური აქტივობები, სხვა მონაწილეთა მზაობა, შშმ ახალგაზრდებთან ურთიერთობის უნარები და ა.შ. სწორედ ეს გარემოება ქმნის მნიშვნელოვან ბარიერს შშმ ახალგაზრდებსა და არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზატორებს შორის. ბარიერის შექმნის წინაპირობად წარმოგვიდგება, როგორც არასათანადოდ მომზადებული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იმ რესურსების ნაკლებობა, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდულ მუშაკებს მსგავსი ინკლუზიური აქტივობების ორგანიზება შეეძლებათ.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქართულად ითარგმნება ევროკომისიის, კერძოდ, სალტო-ინკლუზიის მიერ გამოცემული პრაქტიკული სახელმძღვანელო - "არა ბარიერებს, არა საზღვრებს", რომელიც არის პრაქტიკული გზამკვლევი ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლებისათვის, ტრენერებისათვის და აქტივისტებისათვის, რათა მათ ორგანიზება გაეუწიონ ინკლუზიური, ხელმისაწვდომი არაფორმალური განათლების აქტივობებს. სახელმძღვანელო დაფუძნებულია ევროპული გამოცდილების მოდელზე და შეიცავს პრაქტიკულ რჩევებსა და მითითებებს ახალგაზრდული მუშაკებისთვის. ასევე, კონკრეტულ რჩევებს აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ახალგაზრდულ აქტივობებში, რაც გაზრდის მათი მონაწილეობის დონესა და ხარისხს.
იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ ტრენერთა და ახალგაზრდულ მუშაკთა იმ უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვას, რომელიც შერეული შესაძლებლობის არაფორმალური განათლების აქტივობების ორგანიზებისთვისაა საჭირო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი იწვევს დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ ტრენერთა ტრენინგში შერეული შესაძლებლობების პროექტების ორგანიზებაში.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 15 მაისი.
წყარო: jobs.ge