en
ge

პროგრამის დირექტორის ასისტენტი - ქუთაისი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 17.04.2014
  • ბოლო ვადა: 27.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72555/
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა სოფლის პროგრამის დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის საქმეთა წარმოება;
** მიღებული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** შეხვედრების/ტრენინგების ორგანიზება;
** მთარგმნელობითი მომსახურება;
** თანამშრომელთა პირადი საქმის ორგანიზება;
** შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება (ანგარიშები, გეგმები, ოქმები და სხვ).
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ასისტენტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანად ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: ორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2014 წლის 27 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათ სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო: jobs.ge