ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის (ბუღალტრის) თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, IDFI-ის ოფისიდან
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ხელზე ასაღებად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** პროექტის ფინანსური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** საფინანსო დეკლარაციების ჩაბარების გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "Oris"-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს/ბასს);
** ოპერაციების აღსარიცხავად ბუღალტრული გატარების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** საგადასახადო დეკლარირება და გადასახადების გადახდა;
** სალარო და საბანკო ოპერაციების, გადარიცხვების, კონვერტაციების და ა.შ. წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სისრულის უზრუნველყოფა;
** პროექტის ფინანსური ანგარიშის მომზადება და პროექტით გათვალისწინებული სხვა ფინანსური საქმიანობის შესრულება (ქართულად და ინგლისურად).
პიროვნული უნარები:
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: info@idfi.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 1 მაისი.
წყარო:jobs.ge