en
ge

ლიდერთა მასტერკლასები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.04.2014
საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია იწყებს „ლიდერთა მასტერკლასების" პროგრამის განხორციელებას. ლიდერთა მასტერკლასები პირველი პროექტია სამხრეთ კავკასიაში და ის სწორედ საქართველოში იწყება. პროექტის ამერიკულმა მოდელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ამერიკულ და ევროპულ საგანმანათლებლო წრეებში. პროექტის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული და გამორჩეული პროფესიონალები არიან დიპლომატიაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროში. პროექტს მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობა, ბიზნეს საზოგადოება და საერთაშორისო ფონდები.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადი და რეზიუმესთან ერთად გაგზავნოთ არაუგვიანეს 25 აპრილისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე:academy@georgiandiplomacy.org
წყარო: საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია