en
ge

სასერთიფიკატო კურსები და სტაჟირება ჟურნალისტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო ჟურნალისტის კლუბი
  • დაწყების თარიღი: 20.04.2014
  • ბოლო ვადა: 20.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72620/
"სამოქალაქო ჟურნალისტის კლუბი" აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო კურსებზე. კურსები განკუთვნილია, როგორც სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისთვის, ასევე მოქმედი ჟურნალისტებისთვისაც, რომელთაც სურთ გაიფართოვონ მუშაობის არეალი, ასევე მათთვის, ვისაც მოკლე პერიოდში სურთ აითვისონ ჟურნალისტიკის საფუძვლები - დამატებითი პროფესიის სახით. კურსი ითვალისწინებს სტაჟირების პროგრამასაც.
1. საგამომძიებლო ჟურნალისტიკა - გამოძიების სპეციფიკა, დოკუმენტებზე მუშაობა, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ფაქტობრივი მასალების მოპოვება, სანდოობის განსაზღვრა, ჟურნალისტის და რესპონდენტის უფლებები და ეთიკური ნორმები, ინფორმაციის წყარო და სამართლებლივი ნორმები.
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 182 ლარი.
2. რეპორტიორი, ახალი ამბების ჟურნალისტი - ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება-დამუშება და გადაცემა, ფორს-მაჟორი და სახალხო გამოსვლების გაშუქება, სააგენტოებთან ურთიერთობა, მობი-სიუჟეტი და ფოტო-სიუჟეტი შემთხვევის ადგილიდან .
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 150 ლარი.
3. მედიაში სოციალური პრობლემების გაშუქება - ნარკომანიის, აივ ინფექციისა C ჰეპატიტის პრობლემების გაშუქება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობა; როგორ უნდა ვიმუშაოთ ვირუსული შემოტევისა და კატასტროფების დროს; საქართველოსთვის დამახასიათებელია საგანგებო სიტუაციები; კლიმატის ცვლილებების გავლენა; უმცირესობების საკითხების გაშუქება; ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობა; როგორ გავაშუქოთ სუიციდი; მითითებები ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის; ძალადობა მოზარდთა შორის; ოჯახში ძალადობა; ტრეფიკინგი; იძულებით გადაადგილებული პირები, მედია და ეთიკური ნორმები, კემდენის პრინციპები.
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 150 ლარი.
4. რადიოჟურნალისტიკა (რადიოში პრაქტიკის ჩათვლით)
კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები ისწავლიან რადიოგადაცემების მომზადებას. აუდიოაპარატურის გამოყენებას, გადაცემების მომზადებას და დამონტაჟებას ციფრული აუდიოტექნიკის საშუალებით.
ჩატარდება კვირაში 1 ლექცია, ხანგრძლივობა: 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 200 ლარი.
5. ფოტოჟურნალისტიკა - ფოტოდოკუმენტალისტიკის ელემენტები, გადაღების ტექნიკა, ფოტოაპარატის ფუნქციები, როგორ გადავიღოთ სხვადასხვა განათებების დროს, როგორ ვიმუშაოთ რესპონდენტებთან.
ჩატარდება კვირაში 2 ლექცია, თითო 2 საათიანი.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 150 ლარი.
6. გრაფიკული ხატვის კურსი - დიჯიტაიზერით ხატვის სწავლა ნოლიდან; Photoshop, InDesign, Illustrator, Corel Draw, პოლიგრაფიაში მუშაობა, რეკლამის, ლოგოს, შაბლონების დამზადება, წიგნის ილუსტრირება, ანიმაციური ტიპაჟების შექმნა.
ჩატარდება კვირაში 2 ლექცია, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: თვენახევარი.
კურსის საფასური: 180 ლარი.
7. ვიდეო და აუდიო მონტაჟი - ტექსტური და ვიზულური მასალის სინქრონიზაცია, სიუჟეტისა და სარეკლამო რგოლის შექმნა, სიუჟეტის დამუშავება.
ჩატარდება კვირაში 2 ლექცია, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: თვენახევარი.
კურსის საფასური: 200 ლარი.
8. ახალი მედია - მობი-სიუჟეტი, ინტერნეტ ჟურნალისტიკა, ბლოგინგი.
ჩატარდება კვირაში 2 ლექცია, თითო ლექცია 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 150 ლარი.
9. ორიგამის ტექნიკა - ორიგამი ქაღალდის ხელოვნებაა, რომლიც იაპონიაში მე-8 საუკუნეში დაიბადა. ორიგამის ფიგურების კეთების პროცესი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას.
ჩატარდება კვირაში 2 ლექცია, თითო საათნახევარი ხანგრძლივობის.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 60 ლარი.
10. რუსული ენის ექსპრეს-კურსი - თქვენ ისწავლით: სწორად მეტყველებას, რუსული ენის გრამატიკას, გამართულად წერას, ფონეტიკას.
ჯგუფში შედგება 2-3 ადამიანისგან.
ჩატარდება კვირაში 2 ლექცია, თითო ლექცია 2 სთ.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე.
სწავლის საფასური: თვეში 80 ლარი.
11. პიარ-ტექნოლოგიები და საზოგადოებასთან ურთიერთობა
კურსი განკუთვნილია ჟურნალისტებისა და მენეჯერებისთვის. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: პიარ-ტექნოლოგიები, მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმები; მედიის და საზოგადოების ლოიალობის მიღწევა; ეფექტური პიარ-კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება; აქცენტირებული თემების გამოყოფა და მოლოდინის შექმნა; საზოგადოების მოთხოვნისა და მოლოდინების კვლევა; მედია-მონიტორინგი და ეფექტურობის შეფასება; პრეს-რელიზების მომზადება, პრეს-კონფერენციების ორგანიზება; სიუჟეტი და მობი-სიუჟეტი; ახალი მედიის ტექნოლოგიები და ინტერნეტ-რესურსების ეფექტური გამოყენება; კურსი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე ინტენსიურ პრაქტიკას.
სასერთიფიაკტო კურსი აგებული მაქსიმალურად ინტერაქციულ რეჟიმში, ქეისების სახით შესაძლებელია თქვენი კონკრეტული საჭიროება და მიმდინარე ამოცანები განიხილება, რაც მოგცემთ შესძლებლობას არა მხოლოდ ისწავლოთ პრეობლემების გადაჭრის ახლებული ფორმები და მეთოდები, არამედ პროფესიონალური გუნდის დახმარებით დღესვე გადაჭრათ მიმდინარე საკითხები. (მაგ.: მოქმედი მენეჯერისთვის დაიგეგმოს და განხორციელდეს ეფექტური პიარ-კამპანია მისი კომპანიის ცნობადობის, პოპულარობის ან გაყიდვების გაზრდის მიზნით; მოხდეს კონკრეტულ თემაზე პრეს-რელიზების შემუშავება და პრეს-კონფერენციის ორგანიზება და ა.შ.)
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
კურსის ღირებულება ჯგუფში: თვეში 172 ლარი.
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: თვეში 268 ლარი.
დღის ჯგუფების გარდა მოქმედებს საღამო ჯგუფები 19:00 საათიდან.
12. მარკეტინგული კომუნიკაციები
კურსი განკუთვნილია სტუდენტებისა და მენეჯერებისთვის. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: მარკეტინგული სტრატეგია და ტაქტიკა, მარკეტინგული და ბიზნეს გეგმის შემუშავება, ბაზრის და მოლოდინების კვლევა; ახალი მარკეტინგული ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები; მოლოდინის შექმნა - ახალი პროდუქტების დანერგვა; ბრენდის შექმნა და რებრენდინგი; ეფექტური კომუნიკაცია და პიარი - მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა; ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობა; შიდა კორპორაციული მარკეტინგი, ივენთების ორგანიზება; რაპორტების შედგენა, კრეატიული მარკეტინგი - არასტანადარტული მარკეტინგული ინსტრუმენტები და აქტივობა, სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა; მარკეტინგული განყოფილების სტრუქტურა და ეფექტური მართვა; პიროვნული მარკეტინგი - საკუთარი შესაძლებლობების ეფექტური დემონსტრირება და რეალიზება.
კურსი აგებულია ინტერაქციულ რეჟიმზე და ორიენტირებულია მაქსიმალურად მოკლე დროში - მაქსიმალურად მეტი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაზე, გექნებათ შესაძლებლობა ქეისების სახით თქვენი მიმდინარე საჭიროება იყო განხილული და პროფესიონალთა გუნდის დახმარებით, შემუშავდეს გადაწყვეტის ოპტიმალური სცენარები.
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
კურსის ღირებულება ჯგუფში: თვეში 172 ლარი.
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: თვეში 298 ლარი.
დღის ჯგუფების გარდა მოქმედებს საღამო ჯგუფები 19:00 საათიდან.
ლექციებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და პრაქტიკოსი ჟურნალისტები, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება.
მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 109477
"სამოქალაქო ჟურნალისტის კლუბში" ასევე დაწყებულია სკოლის მოსწავლეების საზაფხულო ჟურნალისტიკის სკოლაში მიღება.
სტაჟიორების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.
წყარო:jobs.ge