"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი" გიწვევთ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც გაიმართება 19-23 აგვისტოს გერმანიაში, ქ. მარბურგში.
თუ ხართ 18-დან 29 წლამდე და გსურთ გახდეთ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატი, წარადგინოთ თქვენი ქვეყანა და მიიღოთ მონაწილეობა სესიებში, განიხილოთ ევროპასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, პრობლემატიკა, მათი გადაჭრის გზები და თანამედროვე ინოვაციები - მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა!
პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო ტრენინგებს, საკომიტეტო მუშაობებს, სხვადასხვა ჯგუფურ შეკრებებს და დებატებს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატებს საშუალება მიეცემათ, ერთმანეთს გაუზიარონ აზრები და გამოცდილება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, სამომავლო პერსპექტივები და ა.შ.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს არაოფიციალურ ნაწილსაც (საღამოს შეკრებები, ტერიტორიის დათვალიერება, სოციალიზაცია და ა.შ.)
ევროპარლამენტის დელეგატები საკუთარ ქვეყანას წარადგენენ როგორც საპარლამენტო სესიებზე, ასევე სხვადასხვა მიღებებზე, ღონისძიებებზე კულინარიულ თუ მუსიკალურ შეჯიბრებებზე.
ევროპის ახალგაზრული პარლამენტი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1987 წელს და წარმოადგენს უმსხვილეს ევროპულ პლატფორმას, რომლის მიზანია ინერკულტურული ურთიერთობების გაუმჯობესება, აზრების და იდეების გაცვლა ახალგაზრდა ევროპელებს შორის.
ფორუმში მონაწილეობის ღირებულებაა 300 ევრო. ღირებულებაში შედის:
** პროექტში მონაწილეობა დელეგატის სტატუსით
** საცხოვრებელი
** კვება.
ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთის საფასური.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge 2014 წლის 28 აპრილამდე. სათაურის ზოლში მიუთითეთ: "ახალგაზრდული ფორუმი გერმანიაში".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334777, 593 575325
წყარო:jobs.ge