კონკურსი სტუდენტებისთვის!
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს კონკურს საუკეთესო სტატიის გამოვლენის მიზნით.
ნაშრომის თემა–ადამიანის უფლებები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს (მესამე კურსიდან),რომელსაც აქვს მოცემულ თემაზე საკუთარი მოსაზრება და შეუძლია მისი არგუმენტირებულად გადმოცემა.
კონკურსის გამარჯვებული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება წიგნებით ასოციაციის ბიბლიოთეკიდან.ჟიურის მიერ შერჩეული სტატიები აიტვირთება ჩვენს Facebook-ის გვერდზე,ბლოგზე და დაიბეჭდება ასოციაციის ჟურნალში. წარმატებულ მონაწილებს მიეცემათ შანსი გაიარონ უფასო სტაჟირება ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტებსა და კომისიებში 6 თვის ვადით.
სტატიის ტექნიკური მახასიათებლები:
1. სტატია უნდა შედგებოდეს შესავალი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილისაგან.
2.სტატია უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე (ელექტრონული ვერსია).
3. სტატია უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით– Sylfaen. სტატიის ტექსტის შრიფტის ზომა - 12. სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10.
4. გვერდების რაოდენობა 10-15.
5. სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს.
6. წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:
ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი.
ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი.
წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედანის ენაზე. უცხოენოვანი წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
ერთი მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი სტატია, ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო თარიღია 2014 წლის 18 მაისი, 18:00 საათი.
ნამუშევრები და თქვენი პირადი მონაცემები გამოგზავნეთ ელ–ფოსტაზე: georgianbarassociation@gmail.com
Pr@gba.ge
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 26 მაისს.
წყარო: jobs.ge