ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს რეგიონული პროექტის "ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ" განხორციელებას. პროექტი ხორციელდება 5 ქვეყანაში: ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი.
აღნიშნული რეგიონული ინიციატივის მიზანი მდგომარეობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციების მიერ საადვოკაციო აქტივობების გაძლიერებაში ზიანის შემცირების სფეროში სტაბილური და სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვისთვის.
ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" აღნიშნული პროექტის ფარგლებში აცხადებს 2 ვაკანსიას - ადვოკაციის და კომუნიკაციის მობილიზაციის ოფიცერი და პროექტის ასისტენტი.
სამუშაოს აღწერილობა:
1. ადვოკაციის და კომუნიკაციის მობილიზაციის ოფიცერი
** კოორდინირებას უწევს პროექტის ფარგლებში არსებული ინვესტირების და სერვისის მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას
** კოორდინირებას უწევს პროექტის მონიტორინგისა და შეფასების პროცესს
** მცირე გრანტების ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას უწევს პროექტის კონტრაქტორებს
** კოორდინირებას უწევს 2014-2015 წლის ეროვნული ანგარიშის მომზადებას, ჩართულია მონაცემთა შეგროვების და ანალიზის პროცესში.
** კოორდინირებას უწევს 2015-2016 წლების საადვოკაციო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, რაც მოიცავს ეროვნულ დონეზე დაგეგმილი საადვოკაციო ღონისძიებებს (სამუშაო შეხვედრების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება, საადვოკაციო შეხვედრების დღის წესრიგის შემუშავება, მონაწილეთა შერჩევა, მედიის ჩართულობის უზრუნველყოფა) და ა.შ.
** ამზადებს კვარტალურ და სხვა ანგარიშებს დონორის მოთხოვნების შესაბამისად
** მჭიდროდ თანამშრომლობს პროექტის ფინანსურ ექსპერტთან და პროექტში ჩართულ სხვა თანამშრომლებთან.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებაში, სოციალურ მუშაობაში, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ან მსგავს დისციპლინებში
** პროექტის ადმინისტრირების გამოცდილება (სასურველია პროექტების მონიტორინგშიც, ან/და ფინანსურ ანგარიშგებაში)
** ნარკომომხმარებელთა თემის მიმღებლობის მაღალი ხარისხი და მათი საჭიროებების ცოდნა
** საადვოკაციო კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება
** სასურველია კვლევითი პროექტების განხორციელების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები.
პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ხელფასის საწყისი ოდენობა (პირველი საფეხური): 1,800 ლარი (დარიცხული)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი 2014 წლის 1 მაისამდე, შემდეგ მისამართზე: echkhetia@hrn.ge
2. პროექტის ასისტენტი
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება/ლოჯისტიკა
** პროექტის კონსულტანტებთან და კონტრაქტორებთან კონტრაქტების მომზადება
** პროექტის დოკუმენტაციისა და მონაცემთა შენახვა/დაფაილება
** შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება, შესაბამისი ოქმების მომზადება
** საქმიანი კორესპონდენციის მართვა და უზრუნველყოფა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** პროექტის ასისტენტად ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ხელფასის საწყისი ოდენობა (პირველი საფეხური): 1,450 ლარი (დარიცხული)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში.
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს და შესაბამისად გამოაგზავნოთ მოკლე სამოტივაციო წერილი CV-თან ერთად, 2014 წლის 1 მაისამდე, შემდეგ მისამართზე: echkhetia@hrn.ge
ორგანიზაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წყარო: jobs.ge