სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2014 წლის 25 აპრილიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს, შემდეგ მიმართულებებზე:
** პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
** მეორე მიმართულება - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
** მესამე მიმართულება - 2010 წლიდან საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა (რეგიონულ ჭრილში) 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის.
წყარო:jobs.ge