საქართველოს ხელლოვნების საბჭო არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2013 წლის აპრილში. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია კულტურის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, აგრეთვე ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, ფონდის დაარსება და მართვა, ხელოვნების პოპულარიზაცია, ქველმოქმედების, როგორც ინსტიტუტის განვითარების პრინციპების შემუშავება და დანერგვა, ხელოვნების სფეროში მოქმედი ჯგუფების ცენტრალიზება, სხვადასხვა სახის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება.
ორგანიზაციის პრინციპების თანახმად, სახელმწიფოს ფორმირებისათვის და განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს ხელოვნება. ჩვენი მიზანია კულტურის პოლიტიკის მეშვეობით მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ამით ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა.
ფორუმის მნიშვნელობა და მიზანი
ფორუმის მიზანია თამანედროვე პოეზიის და პროზის პოპულარიზაცია, ქალაქ ბათუმის წარმოჩენა როგორც ხელოვნების განვითარების ახალი სივრცე. აგრეთვე პროექტის მიზანია ავტორების მიერ საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენისთვის ხელშეწყობა.
ფორუმის ჩატარების ადგილი და თარიღი: ქალაქი ბათუმი, 17-18 მაისი, 2014 წელი.
კონკურსში მონაწილეობის პირობა:
ფორუმში მონაწილეობისათვის ელექტრონულ მისამართზე: monawileoba@gmail.com გამოგზავნეთ შემდგომი მასალა/ინფორმაცია:
საკუთარი ნაწარმოები (სახელით და გვარით. ფაილი: WORD, PDF არაუმეტეს 400 სიტყვისა);
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი (სახლის და მობილურის), ელექტრონული ფოსტის მისამართი.
შერჩეულ კონკურსანტებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან 12-14 მაისს.
კონკურსში შერჩეულთა რაოდნეობა 130 კაცი (ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე).
შერჩეული კანდიდატები შეხვდებიან სხვა ავტორებს არაფორმალურ გარემოში, სადაც საშუალება ექნებათ გაუზიარონ მათ თავისი იდეები და შემოქმედება. ასევე ისინი მიწვეულ იქნებიან თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ შემდგომ ღონისძიებებში:
გამოფენები;
სპორტული შეჯიბრებები;
კულტურის პოლიტიკის კომპონენტის მწერლობის სტრატეგიის პრიორიტეტების წარმოჩენის დოკუმენტის შექმნა;
საკუთარი ნაწარმოებების წარმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის;
ქალაქ ბათუმის ღირსშესანიშნაობების მონახულება.
ცალკე შერჩეული ავტორების ნამუშევრები გამოქვეყნებული იქნება ფორუმის ფარგლებში დაბეჭდილ კრებულში.
პროექტი ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის 2014 წლის კულტურის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში
აგრეთვე ფორუმის ფარგლებში მონაწილეთა რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება დოკუმენტი, რომლის მიზანია კულტურის პოლიტიკაში წარმოჩენილი მწერლობის კომპონენტის პრიორიტეტების განსაზღვრა და პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ხელოვნების საბჭოს მიერ შეიქმნა ახალგაზრდა კულტურის მენეჯერებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშობს კულტურის პოლიტიკის შემუშავებისათვის სტრატეგიების წარმოსაჩენ პრიორიტეტებზე.
კონკურსანტთა დაფინანსება
საქართველოს ხელოვნების საბჭო საკუთარ თავზე იღებს მონაწილეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას 17-18 მაისს, აგრეთვე შიდა ტრანსპორტირებას და ორჯერად კვებას.
საქართველოს ხელოვნების საბჭო არ ანაზღაურებს შერჩეულ კონკურსანტთა ქალაქ ბათუმში ჩამოსვლისა და უკან გამგაზავრების ხარჯებს (მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობებით უნდა უზრუნველჰყონ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება).
დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
ელ-ფოსტა: artscouncil@mail.com
ტელ: (+995 598) 553546 / (+995 593)326485 / (+995 593)411512
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში