en
ge

ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მწვანე ალტერნატივა
  • დაწყების თარიღი: 30.04.2014
  • ბოლო ვადა: 10.05.2014
  • ბმული: http://greenalt.org
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგი მიეძღვნება განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებისა და შემცირების მექანიზმებს, კერძოდ, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების" და იძულებითი განსახლების საკითხებს. ტრეინინგზე განხილული იქნება გარემოსა და მოსახლეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე კონკრეტული შემთხვევები (პროექტები, პროგრამები); განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკის განვითარების დაგეგმვის საკითხებსა და ენერგეტიკულ პროექტებს.
ტრეინინგი გამიზნულია არამარტო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის, არამედ სხვა (მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის) საკითხებზე მომუშავე გაერთიანებებისთვისაც.
წყარო: greenalt.org