3 მაისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ გსურთ, რომ გახდეთ „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის" მოხალისე დამკვირვებელი წერილობით დაუკავშირდით ცენტრს ელ-ფოსტაზე: ngoeedc@gmail.com.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცენტრს ტელეფონზე: +99532 2359302 (ყოველდღე 10:00-18:00 საათამდე).
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი