en
ge

დებატების სკოლა

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" და პოლონური სამოქალაქო განათლების ფონდი, პროექტის „დებატების სკოლის" ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს საჯარო სკოლებს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი;
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, თვითმმართველობის გაძლიერება, მოსწავლეებისთვის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების, დებატების კულტურის განვითარება და საქართველოში პოლონური მოდელის გაზიარება.
პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლებს საშუალება ეძლევათ გაიზიარონ პოლონურ გამოცდილება ისეთ თემებზე როგორიც არის: სკოლის თვითმმართველობა; მოსწავლეთა თვითმმართველობა;დებატები სკოლაში; დებატების მარტივი ხერხები; არგუმენტების შექმნა; სკოლის თანამეგობრობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების აღმოჩენა; დისკუსიის წარმართვის საშუალებები.
პროექტის არგლებში დაგეგმილი აქტივობები
•თითო სკოლიდან წარმოდგენილი ორი მასწავლებელი გაივლიან პოლონელი ექსპერტების მიერ მომზადებულ სპეციალურ 5 დღიან ტრენინგებს
•ტრენინგების შემდგომ სკოლებში ჩამოყალიბდება 12 კაციანი სამუშაო ჯგუფი (მე-8; მე-9; მე-10; კლასის მომსწავლეებისგან)
•სამუშაო ჯგუფს ჩაუტარდებათ პროექტის ფარგლებში მომზადებული კურატორების
მიერ სპეციალური სემინარები დებატების ხელოვნებაში (2 სემინარი)
•სემინარების შემდგომ სამუშაო ჯგუფის ახალგაზრდებმა სკოლებში უნდა მოაწყონ დებატები მათვის საინტერესო თემებზე (2 დებატი)
•სკოლები მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით შემაჯამებელ რეგიონალურ კონფერენციაში სადაც წარმოადგენენ პრეზენტაციას
•სკოლებს გადაეცემათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სპეციალური სახელმძღვანელოები: „დებატები სკოლაში მასწავებლებისთვის" და „დებატები სკოლაში მოსწავლეებისთვის" .
მონაწილეობის პირობები:
•სკოლებმა უნდა წარმოადგინონ 2 მასწავლებლის კანდიდატურა; რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში (30 აგვისტო - 4 სექტემბერი)
•სკოლებმა უნდა უზრუნველყონ ფართი დებატების და სემინარების ჩასატარებლად;
•მასწავლებლები უნდა ჩაერთნონ სემინარების და დებატების ორგანიზებაში, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა დებატებში.
•მონაწილეობა მიიღონ დასკვნით კონფერენციაში
განხორციელების ვადები: 2014 წლის მაისი-ნოემბერი
1 მაისი - 1 ივნისი - სკოლების შერჩევა
21 ივნისი- 28 ივნისი - კურატორების ტრენინგი
30 აგვისტო - 4 სექტემბერი - ტრენინგი მასწავლებლებისთვის
სექტემბერი- ოქტომბერი - მოსამზადებელი სემინარები სკოლებში
ოქტომბერი - ნოემბერი -კურატორებთან ერთად დებატების ორგანიზება სკოლებში
ნოემბერი - დასკვნითი შემაჯამებელი კონფერენცია
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში პროგრამა „დემოკრატიის ხელშეწყობა".
პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა გამოაგზავნონ ოფიციალური წერილი 30 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: debateschool2014@gmail.com
წერილი უნდა გამოხატავდეს სკოლის დაინტერესებას და მზაობას, ჩაერთოს მიმდინარე პროექტში არსებული პირობების გათვალისწინებით.
დებატების სკოლის ბლოგი: http://qartlosi.org/blog/homege