en
ge

ტრენინგ-სემინარი ახალგაზრდა და დამწყები ჟურნალისტებისთვის

პრაღის დამოუკიდებელი მედია ტრენერების ასოციაცია (PIMTA), ასოციაცია „მედია და საზოგადოებასთან" პარტნიორობით, 23-28 ივნისის ჩათვლით, გამართავს ტრენინგ-სემინარს ახალგაზრდა და დამწყები ჟურნალისტებისთვის.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: სატელევიზიო და ინტერნეტ ახალი ამბების მომზადება. მონაწილეები გაივლიან, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების კურსებს, რომელსაც წარუძღვება PIMTA-ს ტრენერი.
ტრენინგ-სემინარი, გაიმართება ქალაქ ფოთში.
მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის თანხა, უზრუნველყოფილი იქნებიან სასტუმროთი და კვებით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mediaandsociet@gmail.com
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2014 წლის 19 მაისი, 18:00 სთ.
წყარო:media.ge