en
ge

გაეროს ოფიციალური ახალგაზრდული დელეგაციის შედგენა დაიწყო

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდები დემოკრატიისთვის
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 10.06.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/events/316240108526068/?ref=22
2014 წელს გაეროში საქართველო ოფიციალური ახალგაზრდული დელეგაციით წარსდგება, რომლის დაკომპლექტებაში ქართული და ამერიკული მხარეები მიიღებენ მონაწილეობას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ღონისძიება 6-8 აგვისტოს გაიმართება. ასამბლეა გაეროს ოფიციალური პატრონაჟით ტარდება, რომელშიც ახალგაზრდა ლიდერების გარდა, მონაწილეობენ დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს აქტიურმა და წარმატებულმა მონაწილეობამ, რომელსაც უძღვებოდა „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის", განაპირობა გაეროსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკება ოფიციალური დელეგაციის სტუმრობის შესახებ გაეროს შტაბ-ბინაში.
შესაბამისად, ქართულ დელეგაციას არა მხოლოდ გაეროში, არამედ ვაშინგტონში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებენ.