"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" და "ციხის საერთაშორისო რეფორმა" ევროკავშირის პროექტის - "ზიანის შემცირება რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში" - ფარგლებში გიწვევთ, შემოიტანოთ შემოთავაზებები კვლევების ჩასატარებლად.
ერთი კვლევა ეხება ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზს, ხოლო მეორე - ნარკოპოლიტიკის სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას მომხმარებლებსა და ზოგადად, საზოგადოებაზე.
მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, 11 ივნისის ჩათვლით, წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე
- მსგავსი კვლევის ჩატარების შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება (დოკუმენტაცია)
- შემოთავაზება ერთ-ერთი ან ორივე კვლევის ჩატარების თაობაზე. აღნიშნული შემოთავაზება უნდა მოიცავდეს კვლევის მეთოდოლოგიას და სტრუქტურას, აგრეთვე, კვლევის ჩატარებისთვის მოთხოვნილი ჰონორარის ოდენობას. ორივე კვლევა და შესაბამისი ანგარიში ინგლისურ ენაზე უნდა დასრულდეს დაახლოებით სამ თვეში.
გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და "ციხის საერთაშორისო რეფორმის" მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: tcherkezishvili@hrn.ge | tamara.cherkezishvili@gmail.com
წყარო: http://jobs.ge