"ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განივთარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში" - JOIN
ტექნიკური დავალება ადვოკატირების კონსულტანტის/ტრენერის შესარჩევად
მოკლე აღწერა:
პროექტი JOIN სამწლიანი ინიციატივაა, რომლესაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა აფინანსებს. პროექტს ახორციელებს "ქეა საერთაშორისო კავკასიაში", "ქეა ავსტრიასთან" და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით - საქართველოში სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა", ხოლო სომხეთში - "აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი". პროექტი დაიწყო 2011 წლის 1 ნოემბერს და დასრულდება 2014 წლის 31 ოქტომბერს.
პროექტის ერთ ერთი მთავარი მიმართულებაა მხარი დაუჭიროს ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ცართულობას მუნიციპალური განვითრების სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც შეიმუშვებენ გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ გეგმებს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითრების მიზნით. იქიდან გამოდინარე, რომ სამი სექტორის ჩართულობამ უნდა უზრუნველყოს ფართო საზოგადოების მოსაზრებათა გათვალსიწინება, სამუშო ჯგუფები წარადგენენ შემუშავებულ გეგმებს შესაბამისი თემებისგან მათ მხარდაჭერას. გეგმები არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურების, დონორების, ბინზესისა და სხვა წარმომადგენლებისთვის.
წყარო: jobs.ge