2014 წლის ივლისს ქ. ფლორეციაში "საქართველოს დღეები" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება იმართება საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მიერ იუნესკოს და "რომუალდო დელ ბიანკოს" ფონდთან პარტნიორობით.
"საქართველოს დღეები" 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათლით გაიმართება და მოიცავს კულტურულ-საგამანათლებლო ღონისძიებებს, კერძოდ სამეცნიერო კონფერენციას, ქართული სამოსისა და სამზარეულოს გამოფენას, ოფიციალურ შეხვედრებს ფლორენციის მმართველ ორგანოებში, ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
პროექტში მონაწილეობის კანდიდატებს შეარჩევს "რომუნალდო დელ ბიანკოს ფონდის" და საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წარმომადგენლები.
წყარო:jobs.ge