საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახორციელებს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას, რაც, მრავალ სხვა
მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს დიდი ზომის ბავშვთა სახლების ეტაპობრივ
დახურვას და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების განვითარებას
საქართველოში. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის
უმნიშვნელოვანესია შესაბამისი კადრის მოძიება და მომზადება ბავშვებისთვის
ესოდენ მნიშვნელოვანი სამსახურის გასაწევად. ამ მიმართულებით, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მრავალ სხვა
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, პარტნიორობას უწევს ასოციაცია "ჩვენი სახლი"
(პოლონეთი), რომელიც პროექტის: "მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები -
ნაბიჯი დეინსტიტუციონალიზაციისკენ საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს
ვაკანსიას მცირე საოჯახო სახლში აღმზრდელების პოზიციაზე (თბილისი, საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი", თორნიკე ერისთავის 2).
წყარო: jobs.ge