„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კონკურსი ჟურნალისტებისთვის სახელმწიფო შესყიდვების თემაზე საუკეთესო საგამოძიებო სტატიის გამოსავლენად 15 ივლისამდე გაგრძელდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გამოაცხადა კონკურსი ქართველი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო საგამოძიებო სტატიის გამოსავლენად, რადგან სტატია მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა შემოიტანა, ორგანიზაცია აგრძელებს კონკურსის ვადას.
წყარო: media.ge