en
ge

ვაკანსია სტუდენტებისთვის ინტერვიუერის თანამდებობაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი" სტუდენტებისთვის აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერებზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემთა მობილიზება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით" ხორციელდება კვლევა პანკისის ხეობაში ძალადობის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია 250 ინტერვიუს ჩატარება. კვლევის ხანგრძლივობა– 1თვე. ინტერვიუები ჩატარდება კახეთში.
წყარო: ginsc.net