en
ge

პლაკატების კონკურსი განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თემაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 16.06.2014
  • ბმული: http://www.eecgeo.org/ge/documents.htm
კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" BP - საქართველოსა და მისი პარტნიორების ნავთობისა და გაზის საქმიანობაში დაფინანსებული "განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტ"–ის ფარგლებში აცხადებს პლაკატების კონკურსს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თემაზე.
კონკურსის მიზანია:
მოსახლეობაში განახლებადი ენერგოტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები გამოიფინება საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ–ერთ ობიექტზე ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის – 2014 (23–27 ივნისი) ფარგლებში.
გამარჯვებული ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების დრო და ადგილი დაზუსტდება.
წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა იყოს დამაგრებული მყარ მასალაზე (მუყაო, ფანერა, ქაფმუყაო და ა.შ.) ზომით 90/60 სმ–ზე. აუცილებელია აგრეთვე ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა, ტიპოგრაფიისათვის ვარგის ფორმატში.
კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" იტოვებს უფლებას, გამოსცეს საკონკურსო ნამუშევრები ალბომის, ალმანახის ან სხვა სახით არაკომერციულ საფუძველზე.
საკონკურსო ნამუშევრებს, შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: დონორი ორგანიზაციის წარმომდგენელი, პროექტის ხელმძვანელი პირები და გრაფიკოს–დიზაინერები.
გამარჯვებული ნამუშევრები გამოვლინდება ჟიურის წევრების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ჟიურის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით.
კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს ევროპის მდგრადი ენერგეტიკულ კვრიეულში მონაწილის სერთიფიკატს. კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ ფულად პრიზებს.
ასევე, კონკურსზე წარდგენილი ყველა ნამუშევარი აიტვირთება "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს"–ს ფეისბუკზე (Energy Elficiency Centre Eec) და დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება გამოავლინონ საუკეთესო პლაკატი.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა – 2014 წლის 16 ივნისი, 17:00 საათი.
საკონკურსო ნამუშევრები პირადად ან ფოსტის საშუალებით უნდა ჩაბარდეს ენერგოეფექტურობის ცენტრში, მისამართზე – დ.გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის)ქ. #19, ოფისი #611, VI სართული; ტელ: 2 24 25 40; 2 24 25 41.
კონკურსის თემატიკის (ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები) უკეთ გასაცნობად ეწვიეთ "ენერგოეფექტურობის ცენტრის ვებ გვერდს: www.eecgeo.org/ge/documents.htm ან მიმართეთ: ლიანა ღარიბაშვილი (ენერგოეფექტურობის ცენტრი); ტელ. 599 54 87 82.
წყარო: www.cenn.org