ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის კუთხით, რაც მათ დაეხმარება, როგორც საკუთარი ისე გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებაში. ოპერაციული და საგრანტო პროგრამების მეშვეობით, ფონდი ეხმარება მოქალაქეებს ჩაერთონ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა მოახდინონ ძირეული და მდგრადი დადებითი ცვლილებები ადგილობრივ, რეგიონულ და საერთო ეროვნულ დონეზე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდამჭერები არიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკომისია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, და სხვა სახელმწიფო და კერძო დონორები.
პროექტი "ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში" შესახებ:
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის უფასო იურიდიულ დახმარების გაწევა განხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში" ფარგლებში. პროექტის მიზანია მოქალაქეთა გააქტიურება სურსათის უვნებლობის სფეროში მომხმარებლის უფლებების დასაცავად. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს სასურსათო ბაზრის მონიტორინგი და სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმებები. ყოველწლიურად შეისწავლება სახელმწიფოს საქმიანობა სურსათის უვნებლობის რეგულირებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით. მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება მასმედიის საშუალებით და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარდება საჯარო განხილვები. მომხმარებლებს გაეწევათ უსასყიდლო იურიდიული დახმარება და სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში - საადვოკატო მომსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის გაფართოებაში და ხელისუფლების წინაშე საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებაში. პროექტის კიდევ ერთი მიმართულებაა დიალოგის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სურსათის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რათა რეფორმის პროცესში მხედველობაში იყოს მიღებული მეწარმეთა ლეგიტიმური ინტერესები.
წყარო:jobs.ge