"ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", პროექტში "კითხვა უკეთესი მომავლისათვის" (Reading for Better Future), აყალიბებს წამყვან ექსპერტთა/ეროვნულ მრჩეველთა ჯგუფს, რომელთა მიზანი იქნება საქართველოში სენსორული დარღვევების მქონე (სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე) ბავშვთა და მოსწავლეთა სკოლამდელი განათლებისა და დაწყებითი საფეხურის სწავლების მეთოდოლოგიის (კურიკულუმის) შექმნა, კოორდინირება და მართვა. პროექტი "კითხვა უკეთესი მომავლისათვის" ხორციელდება ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვთათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა თანამედროვე მიდგომების დამკვიდრების გზით.
ვაკანსია ცხადდება სამუშაო ჯგუფში შემავალ სხვადასხვა თანამდებობებზე.
წყარო:jobs.ge