en
ge

საგრანტო კონკურსი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: UN Women
  • დაწყების თარიღი: 13.06.2014
  • ბოლო ვადა: 04.07.2014
  • ბმული: http://jobs.ge/75535/
2013 წლიდან, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ახორციელებს პროექტს "ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის" (IAGE), რომლის საერთო მიზანია საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინება ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისა და სოციალური სტაბილურობის მიღწევისადმი და ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, პატიმარ, იძულებით გადაადგილებულ/კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
წყარო:jobs.ge