en
ge

ტრენინგი: „ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განმავითარებელი კურსი“

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიდერთა კლუბი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 26.06.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/events/636647353079031/?source=1
„ლიდერთა კლუბი" არის არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2012 წლის 6 მარტს.იგი აერთიანებს ლიდერული პოტენციალის მქონე ადამიანებს 15–დან 40 წლამდე. ორგანიზაციის მისიაა ღია სამოქალაქო, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ეფექტურ ლიდერთა ჩამოყალიბების გზით.
ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განმავითარებელი ტრეინინგების კურსი", რომელიც ჩატარდება 28 ივნისს 17:00 სთ-ზე. პროგრამის მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება და შესაბამისი საჭირო ინფორმაციის გადაცემა მონაწილეებისათვის. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ აპლიკაციების მეშვეობით შერჩეულ 15-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებსაც გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მითითებული აპლიკაცია: http://goo.gl/dFnOlZ
წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიდერთა კლუბი"