ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერითა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ფინანსური დახმარების ფარგლებში, გიწვევთ მესამე გერმანულ-კავკასიურ საზაფხულო სკოლაში თემაზე: ევროპული სისხლის სამართალი.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2014 წლის 7-14 სექტემბერს. პროგრამას გაუძღვებიან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები პროფ. დოქ. მარტინ ჰეგერი, პროფ. დოქ. ბერნდ ჰაინრიხი.
წყარო:jobs.ge