en
ge

იმიტირებული გამოძიება სურამში - პროექტი ახალგაზრდებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი
  • დაწყების თარიღი: 09.07.2014
  • ბოლო ვადა: 09.08.2014
  • ბმული: http://jobs.ge/76919/
თბილისში საშინლად ცხელა.
გამოცდებია და ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ:
** დაგეგმონ საინტერესო გართობა ქალაქგარეთ,
** დააღწიონ თავი ავტომობილების გამონაბოლქვს, ხალხით გადაჭედილ მეტროებს, მუხრუჭების "საინტერესო" ხმის მქონე უკონდიციონერო ყვითელ ავტობუსებს...
** ისუნთქონ სუფთა ჰაერი, დაივიწყონ პრობლემები, მიიღონ დიდი სიამოვნება, ადრენალინი, გართობა და ამავდროულად ისაუბრო საინტერესო თემებზე, გაიცნონ ახალი ადამიანები, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ მართლშეგნება...
ხშირად ეს ყველაფერი, თანაც ერთდროულად, ძალიან რთული და ძვირი სიამოვნებაა.
მაგრამ არა მაშინ, როცა "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" კრეატიული წევრები, სწორედ თქვენთვის გეგმავენ საზაფხულო ბატალიებს - საქართველოში გამორჩეულ კურორტში - სურამში.
"ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" საზაფხულო პროექტი იწყება!
წყარო: jobs.ge