არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორი" და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, პროგრამის - "ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, იწყებენ ახალ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სერვისის მიმწოდებელთა ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. სოფლის მეურნეობის სერვისის მიმწოდებლები, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: გადამამუშავებლები, შემგროვებელი ცენტრები, მექანიზაციის სერვის ცენტრები, ვეტერინარული მომსახურება, აგროსაშუალებების მომწოდებლები და ა.შ.
პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.
წყარო:jobs.ge