ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" (გიფ-თბილისი) აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: "ძლიერი პროფესიული ასოციაციები". კონკურსის მიზანია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორის რეფორმის პროცესში პროფესიული ასოციაციების/საზოგადოების მცირე გრანტებით მხარდაჭერა მათი გაძლიერებისა და პრომოციისთვის; მათი ტექნიკურად და ორგანიზაციულად განვითარებისთვის პოლიტიკურ დიალოგში აქტიურად ჩართვის მიზნით.
წყარო: jobs.ge