en
ge

ინგლისური ენის შესწავლა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გურიის ახალგაზრდა რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ინგლისური ენის შესწავლის მსურველებისთვის ინგლისური ენის შესწავლის ცენტრი ფუნქციონირებს. ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა ორგანიზაციაში 2005 წლიდან მოქმედებს და იგი ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა. 2011 წლის სექტემბრიდან ორგანიზაციაში დაარსდა ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი. მიმდინარე 2012-2013 წელს სწავლება განხორციელდება განახლებული მეთოდური ლიტერატურით და ახალი პედაგოგებით, რომლებსაც დახმარებას გაუწევს ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე.
ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს:
  • ინგლისური ენის კურსი მასწავლებლებისთვის;
  • ინგლისური ენის კურსი აბიტურიენტებისთვის;
  • ინგლისური ენის კურსი ენის სხვადასხვა საფეხურზე დაუფლების მსურველებისთვის;
  • ინგლისური ენის კურსი ბავშვებისთვის;
მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ მისამართზე:ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4 (კინო ,,ოზურგეთის’’ გვერდით), II სართული. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ტელეფონი: 27 41 26;
მობ.: 599 156384; 595 554800;
ელ–ფოსტა:gyrc.info@gmail.com