en
ge

საზაფხულო ბანაკი მოსწავლეებისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://rdrc.ge/index.php?p=./pages/am_2
29 ივლისს დაბა ბაკურიანში სასტუმრო "White House"–ში იხსნება ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი "American Camp". ბანაკში ჩვენი ასოციაციის წევრები, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაატარებენ ინგლისური ენის ტრენინგებს, ინგლისური ტრენინგის ორ სესიას ჩაატარებს ამერიკელი ვირჯინია ჰოლმსი. ასევე ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მეტი გაიგონ შემდეგ თემებზე: მიგრაცია საქართველოს/მსოფლიო მასშტაბით, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები. გაიმართება, დებატები, დისკუსიები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ განავითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას.ახალგაზრდებს გამოცდილი ტრენერ– ჟურნალისტები ჩაუტარებენ ტრენინგებს ,,პროექტების წერა" და CV შედგენა
მოეწყობა გასართობი ღონისძიებები, ტალანტ–შოუ და ბანკეტი.
ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.
ბანაკის ხანგრძლივობაა 7 დღე (6 ღამე), იქნება სამჯერადი კვება და 2 ყავის შესვენება.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 7–12 კლასის მოსწავლეებს.
სასწავლო პროცესს აფინანსებს „რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი", ხოლო ტრანსპორტირებისა და სატუმროს ხარჯები შეადგენს 300 ლარს.
ჯგუფის დაკომპლექტება დაწყებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სოფო კირთაძეს (595 33 91 81).
წყარო: rdrc.ge