en
ge

ლექცია-სემინარები - გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 29.07.2014
  • ბმული: https://m.facebook.com/events/659080210847299/?fref=ts
ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი, სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: "ახალგაზრდა ლიდერები".
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და კვალიფიციურ კადრებად საჯარო და სამოქალაქო სექტორში.
„ახალგაზრდა ლიდერთა" ფარგლებში, გარემოს დაცვის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 2014 წლის, 30 და 31 ივლისს, ტარდება ლექცია-სემინარები „გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში"
სემინარი მიზნად ისახავს არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გაცნობას ახალგაზრდებისთვის, მათი ჩართულობის გაზრდასა და სამომავლო ინიციატივების შემუშავებას.
სემინარებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.