en
ge

საიას იურიდიული განათლების ფონდი მსურველთა მიღებას იწყებს სასწავლო კურსებზე

საიას იურიდიული განათლების ფონდი სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი "შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის), სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, საერთაშორისო სამართალი, კონსტიტუციური სამართალი.
სასწავლო კურსებით დაინტერესეულმა პირებმა 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ : პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი, დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან, შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა ( განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებგვერდიდან ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).