საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2012-2013 წლებისთვის.სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე.