ACF International, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ძირითად საშუალებათა შესაძენად - საგრანტო სქემა ითვალისწინებს ერთ, მინიმუმ 5 წევრისგან შემდგარ, ფერმერთა ჯგუფზე/კოოპერატივზე, სულ მცირე 15 000, ხოლო მაქსიმუმ 49 000 ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: ფერმერთა არარეგისტრირებულ (ერთად მუშაობის გამოცდილებით) ან რეგისტრირებულ ჯგუფებს, რომლებსაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად ჩამოყალიბების სურვილი; რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ფერმერთა კოოპერატივებს.
სრულად