en
ge

ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის ბაკურიანში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურსცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.08.2014
30 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრის" მიერ იხსნება ამერიკული სასწავლო–გასართობი ბანაკი "American Camp". ბანაკში ასოციაციის წევრები, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები ჩაატარებენ ინგლისური ენის ტრენინგებს, ტრენინგის ორ სესიას ასევე ჩაატარებს ამერიკელი ვირჯინია ჰოლმსი.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ექნებათ გაიგონ შემდეგ თემებზე: მიგრაცია საქართველოს/მსოფლიო მასშტაბით, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები. გაიმართება, დებატები, დისკუსიები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ განავითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაეუფლონ დებატების ხელოვნებას.
ახალგაზრდებს გამოცდილი ტრენერ– ჟურნალისტები ჩაუტარებენ ტრენინგებს ,,პროექტების წერა" და CV შედგენა. მოეწყობა გასართობი ღონისძიებები და ტალანტ–შოუ. ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები. ბანაკის ხანგრძლივობაა 7 დღე (6 ღამე), იქნება სამჯერადი კვება და 2 ყავის შესვენება. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 7–12 კლასის მოსწავლეებს. სასწავლო პროცესს აფინანსებს „რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი", ხოლო ტრანსპორტირებისა და სატუმროს ხარჯები შეადგენს 300 ლარს. დაინტრესებული პირები დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე 595 33 91 81