გამოცხადდა ოშბერჰის ჟურნალისტური სტიპენდიის პროგრამა. განაცხადის შეტანა შეუძლიათ სამაუწყებლო და ონლაინ მედიის ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, რედაქტორებს, პროდიუსერებს, რომელთაც აქვთ სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება. სტიპენდია ფარავს მგზავრობის, ბინისა და სხვა ხარჯებს, რომელიც უშუალოდ პროგრამაში მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. პროგრამა არის უნიკალური საშუალება ჟურნალისტებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ემოციურ ტრავმასა და ფსიქოლოგიური სტრესის ცოდნაში, გაიუმჯობესონ უნარები ძალადობის, კონფლიქტებისა და ტრაგედიების გაშუქებისას.
წყარო: tavisupali.ge