en
ge

კონკურსი ონლაინ რადიო პროექტების მხარდაჭერაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 22.09.2014
  • ბმული: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=3861
Microwav.fm არის ახალგაზრდებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, საერთაშორისო ონლაინრადიო პლატფორმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანასწორი პირობებით მონაწილეობისათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ აქტიურ ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებსა და ჯგუფებს, რომ მათ წამოიწყონ დებატები ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, დემოკრატიის, გლობალური პრობლემების შესახებ და ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში. Microwav.fm მხარს უჭერს ახალგაზრდულ აქტიურ ჯგუფებს შექმნან დამოუკიდებელი, კრეატიული და ინფორმაციული ონლაინრადიო პროექტები, რომელთა მიზანია დადებითი ცვლილებების განხორციელება საკუთარ საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ. სამიზნე აუდიტორიის ასაკი განსაზღვრულია 15-დან 25 წლამდე. Microwav.fm ფინანსდება "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (SIDA) მიერ. საქართველოში პროექტის პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო."
წყარო: osgf.ge