„საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით პირველად საქართველოში ჩატარდება "ახალგაზრდული ამბასადორიალი".
„ახალგაზრდული ამბასადორიალი" - არის ერთადერთი ღონისძიება, რომლის ფარგლებში დელეგატებს ეძლევათ საშუალება იმუშაონ 3 დღის განმავლობაში უცხოეთში საქართველოს წარმომადგენლების - ელჩების, კონსულებისა და სხვა რანგებში. მათ მოუწევთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება კონკრეტულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რეგიონისა თუ ქვეყნების მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით.
„ახალგაზრდული ამბასადორიალი 2014-ის" ფარგლებში 25-26 ოქტომბერს ჩატარდება საკომიტეტო სხდომები, ხოლო 27 ოქტომბერს ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება SHERATON METECHI PALACE-ში, რომელსაც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, უცხოელი სტუმრები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში