"კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)" ახორციელებს პროექტს "სასარგებლო წიაღისეულის სექტორში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა კავკასიაში", BfdW/EED-ს ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში პროექტის სამიზნე რეგიონებია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი. პროექტის ერთ-ერთი კონკრეტული მიზანია საბაზისო კვლევის "საქართველოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის განვითარების ტენდენციები, დინამიკა და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ, ბუნებრივ გარემოზე და კულტურულ-ისტორიულ ღირებულებებზე" ანგარიშის მომზადება.
დავალების სფერო:
პროექტის ფარგლებში, CENN-ს სურს ითანამშრომლოს არქეოლოგთან, რომ შემუშავებულ იქნას საბაზისო კვლევის ერთ-ერთი თავი: სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ზეგავლენა კულტურულ მემკვიდრეობაზე.
წყარო:jobs.ge