en
ge

მოსწავლეთა მიღება სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 22 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში!
ახალი თაობის იურისტების აღზრდა ,საზოგადოებაში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება და სამოქალაქო განათლების დონის გაუმჯობესება იყო და რჩება საიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებად.
ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რომელსაც საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, გახლავთ სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება სკოლის მოსწავლეებს შორის, რადგან სოციალურად აქტიური მოქალაქის აღზრდა სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ცხოვრებაში, იცნობდეს მის უფლებებს, თავისუფლებებსა და მათი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს.
სრულად...
წყარო: საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში