პროგრამირების შესწავლით დაინტერესებული გოგონებისთვის, JumpStart Georgia-ს ინიციატივით და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დახმარებით, 22 სექტემბრიდან იწყება პროგრამირების სასწავლო კურსი.
სწავლება გაგრძელდება ხუთ თვეს და პროგრამის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს, ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე.
ინსტრუქტორები:
ჯეისონ ედი, ერიკ ბარეტი: ჯამპსტარტ ჯორჯია
ეტიენ ბაქე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ვებგვერდი სოციალურ ქსელში