ასოციაცია „ანიკა" აცხადებსკონკურსს ცხოველების უფლებების დაცვის თემაზე საუკეთესო 4 პიესის შესყიდვაზე.
წარმოადგინეთ ცხოველების უფლებების დაცვის თემაზე საუკეთესო პიესა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მინი სპექტაკლის სახით დადგავენ, გაიმარჯვეთ და მიიღეთ 800 ლარი საჩუქრად! ასოციაცია „ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქომე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია.
კონკურსის პირობები:
- შესაძლებელი უნდა იყოს პიესის დადგმა სპექტაკლის სახით;
- პიესა უნდა იყოს ძალიან სახალისო ბავშვებისათვის და ამავე დროს შემეცნებითი;
- პიესაში გამოყენებული უნდა იყოს მარტივი წინადადებები, რათა მაყურებელი ბავშვებისათვის ადვილად გასაგები იყოს;
- დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ასოციაციის დღის ცენტრს და გაიცნონ ბავშვები, რომლებმაც უნდა შეასრულონ პიესის გმირების როლები;
- პიესის დადგმისათვის გამოყენებული იქნება ცხოველების ფორმები;
ნამუშევრები მიღება 2014 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე:
info@anika.geდაgeoanika1997@gmail.com
გთხოვთ, თან დაურთეთ ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია.
ასოციაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებგვერდს: